ENG GEO

Search form

სამართლის სკოლა

სამართლის სკოლა ამზადებს კრიტიკულად მოაზროვნე იურისტებს. სამართლის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სამართლის შესწავლა და პროფესიული საქმიანობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული სავალდებულო პრაქტიკისა და კლინიკების საშუალებით, სადაც სტუდენტები სწავლობენ პროფესიულ საქმიანობას, სამართლებრივი დოკუმენტების წერას და რეალური სამართლებრივი პრობლემების გადაჭრას. სამართლის სკოლას აქვს ორი საგანმანათლებლო პროგრამა - სამართლის საბაკალავრო პროგრამა და ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამა.

სამართლის სკოლაში სამართლის შესწავლა და ანალიზი არ შემოიფარგლება ლექციებითა და სემინარებით და გრძელდება სამართლის კლინიკებში, საერთაშორისო და ადგილობრივ იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა და საჯარო ლექციებზე გამართულ დებატებში.

სამართლის სკოლა საგანმანათლებლო პროგრამას გამორჩეული კვალიფიკაციისა და წარმატებული გამოცდილების მქონე აკადემიური და მოწვეული პერსონალით ახორციელებს. სამართლის სკოლის ლექტორები იკვლევენ სამართლისა და საზოგადოების ინტერაქციას მრავალი პერსპექტივიდან. ისინი არიან მოსამართლეები, კანონშემოქმედები, მკვლევარები, ადვოკატები და პრაქტიკოსი იურისტები.