ENG GEO

Search form

ტური მოსწავლეებისთვის კახა ბენდუქიძის კამპუსში

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები გთავაზობთ უნიკალურ შანსს, გაიცნოთ ჩვენი სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა - სკოლის ტური კახა ბენდუქიძის კამპუსში.

სკოლას, რომელსაც გაქვთ სურვილი, თქვენს მოსწავლეებთან ერთად ეწვიოთ კახა ბენდუქიძის კამპუსს, დაათვალიეროთ სასწავლო გარემო და მიიღოთ თქვენს კითხვებზე პასუხები, დარეგისტრირდით და გვეწვიეთ.

ტურის ფარგლებში თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ:

საბუნებისმეტყველო დარგის მუზეუმი
კამპუსის ბიბლიოთეკა
ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ინჟინერიის და კომპიუტერული მეცნიერებების ლაბორატორიები
კულინარიის აკადემია
სპორტდარბაზი

ტურით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

 


საკონტაქტო ინფორმაცია:
 
☏ 598 300 643 თამო ზასსეევი

ელ.ფოსტა: t.zasseevi@freeuni.edu.ge