ENG GEO

Search form

ელენე ჯანაძე სწავლას კემბრიჯში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული, ელენე ჯანაძე სწავლას კემბრიჯში გააგრძელებს.

 
ელენე კემბრიჯის უნივერსიტეტში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დაზვერვის შემსწავლელ ერთთვიან პროგრამაზე ისწავლის. პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებსა და დამწყებ პროფესიონალებს უკეთ გააცნოს სახელმწიფო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები.
 
ელენემ კემბრიჯის უსაფრთხოების სკოლისა და კინგსის კოლეჯის ერთობლივი დაფინანსება მოიპოვა და მისი სწავლის ხარჯებს ბრიტანული მხარე სრულად დააფინანსებს.