JLPT 2023 2 ივლისი
2023 წლის 2 ივლისს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის
იაპონური მიმართულება ორგანიზებას გაუწევს რიგით მეშვიდე იაპონური ენის სასერტიფიკატო გამოცდას (Japanese Language Proficiency Test)
1. განაცხადის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის ელექტრონული ვერსიების მისაღებად, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ თანდართული დოკუმენტები (საგამოცდო განაცხადის ფორმა ორი სახისაა, ერთი ივსება ელექტრონულად, ხოლო მეორე ვარიანტი ხელით. აირჩიეთ ერთერთი. ყურადღებით გაეცანით შევსების ინსტრუქციას და სრულყოფილად შეავსეთ განაცხადი )
განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად (განაცხადის ფორმის დასკანერებული ასლი უნდა გამოგზავნოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე).
2. განაცხადისთვის ასევე საჭიროა ფოტოსურათი 3x4
3. გამოცდაზე გასვლის საფასური დონეების მიხედვით შემდეგია:
N5 – 70ლარი
N4 – 70ლარი
N3 – 70ლარი
N2 – 85ლარი
N1 – 85ლარი
გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონული გადარიცხვის ფორმით. შესაბამისი თანხა ჩარიცხეთ ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე და საგამოცდო განაცხადთან ერთად გადახდის ქვითარიც გამოაგზავნეთ.
საბანკო ანგარიშის ნომერი: GE41BG0000000608842300
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 7 აპრილი 13:00 საათი.
გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jlpt@freeuni.edu.ge
მიმაგრებული დოკუმენტები: