GEOENG
მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა
ბიზნესის სკოლა (ESM)
სამართლის სკოლა
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი
საბაკალავრო
სამაგისტრო
სადოქტორო
პროფესიული განვითარების


თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა (ESM)

ბიზნესის სკოლა (ESM) შეიქმნა 1992  წელს და 2007 წელს შევიდა თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში. ბიზნესის სკოლას მიღებული აქვს  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) აკრედიტაცია.

ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტებს ფინანსების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის კონცენტრაციით. ბიზნესის სკოლის სტუდენტებს ძირითადი სპეციალობის გარდა, შეუძლიათ შეისწავლონ დამატებითი სპეციალობა (მაინორი), რომელსაც თავისუფალი უნივერსიტეტის სხვა სკოლები სთავაზობენ.

ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამა ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრებს. 2009 წელს განახლდა სამაგისტრო პროგრამა. დაემატა ბიზნესის პრაქტიკუმი, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს რეალურ დროში გამოიყენოს თეორიაში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში.

ბიზნესის სკოლაში 2006 წლიდან არსებობს პროფესიული განვითარების პროგრამა – CBA , რომელიც გამიზნულია  მათთვის, ვინც უკვე დასაქმებული და ბიზნესის სფეროში
სჭირდება საბაზისო ცოდნა.


ბიზნესის სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე  სწავლობს 345 სტუდენტი , ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე  - 80  სტუდენტი.
ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატს ჰყავს 730 კურსდამთავრებული, მათი 96% დასაქმებულია,   ხოლო   მაგისტრატურის 170 კურსდამთავრებულიდან  დასაქმებულია 98%.


2010  წელს ბიზნესის სკოლა მიიღებს ეროვნულ გამოცდებში წარმატებულ 75 აბიტურიენტს.

სკოლა აბიტურიენტებს სთავაზობს ოთხდღიან გაცნობით პროგრამას , რომელიც მათ დაეხმარება პროფესიის შერჩევის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.




 
სწრაფი ბმულები აბიტურიენტებისთვის 

 

 
დაგვიკავშირდით
 
 
Copyright © 2010. FreeUniversity All rights reserved. Build on: Pro-Service CMS