თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა
სამართლის სკოლა 2009 წელს შეიქმნა. სკოლა ამზადებს სამართალმცოდნეებს, რომელთაც ექნებათ საფუძვლიანი თეორიული ცოდნა და იურისტისთვის საჭირო პრაქტიკული უნარჩვევები. ისინი შეძლებენ მუშაობას წამყვან თანამდებობებზე იურიდიულ ფირმებში, საჯარო სექტორში, სასამართლო სისტემასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
სამართლის სკოლის პროგრამა მოიცავს, როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის მიმართულებებს და ფოკუსირებულია კერძო (ბიზნეს) სამართალზე. სამართალმცოდნეობის გარდა, სტუდენტებს შეუძლიათ შეიძინონ დამატებითი სპეციალობა (მაინორი).
დღეს სამართლის სკოლაში სწავლობს 30 სტუდენტი. 2010 წელს სამართლის სკოლა მიიღებს ეროვნულ გამოცდებში წარმატებულ 30 აბიტურიენტს.
სამართლის სკოლა აბიტურიენტებს სთავაზობს ოთხდღიან გაცნობით პროგრამას სამართალში.
|