|
|
|
ზამთრის სკოლები თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
თებერვალი – მარტი, 2010
ზამთრის არდადეგებზე თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ჩატარდა ზამთრის სკოლები ფინანსებსა და ბანკებში; ინგლისურ და თურქულ ენებში.
თავისუფალმა უნივერსიტეტმა ყველა სტუდენტს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ზამთრის სკოლაში, შესთავაზა 100%–იანი სასწავლო გრანტი.
|
|
|
ზამთრის საერთაშორისო სემინარები გლობალურ ფინანსურ კრიზისზე: მითი და რეალობა
თბილისი, 24-27 იანვარი, 2, 18 თებერვალი 2009
წარმატებით
დასრულდა თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ ერთი პროექტი - ზამთრის
საერთაშორისო სემინარები გლობალურ ფინანსურ კრიზისზე: მითი და რეალობა. ლექციები
წაიკითხეს კალიფორნიის (ბერკლი), ჯორჯიის, ტილბურგის და მსოფლიოში
საუკეთესოდ აღიარებული სხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეულმა ხუთმა
პროფესორმა, რომლებსაც, ამავდროულად, აქვთ კვლევით ორგანიზაციებში
მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება. ლექციებზე სრულყოფილად იქნა
განხილული ფინანსური კრიზისის წარმოშობის წყაროები და პრობლემის გადაჭრის
შესაძლო გზები. პროფესორებმა წარმოადგინეს ფინანსურ ეკონომიკაში არსებული
უახლესი კვლევების შედეგები.
|
|
|
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ეკონომიკური განვითარებისათვის
ბაზალეთი, 22-29 აგვისტო, 2008
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ახალი პროექტი - საერთაშორისო
საზაფხულო სკოლა ეკონომიკური განვითარებისათვის – წარმატებით ჩატარდა.
საზაფხულო სკოლაში ლექციები წაიკითხეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა
და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენელმა ეკონომისტებმა.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ვებ–გვერდზე იხილეთ დეტალური პროგრამა, პროფესორების პრეზენტაციები, საკითხავი მასალა, ინტერვიუები პროფესორებთან და ფოტოები.
|
|
|
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ბაკურიანში
"ევროპა და თავისუფლება", 7-13 ივლისი, 2008
ეკონომიკურ მეცნიერებათა ევროპული ინსტიტუტისა და კატონის ინსტიტუტის, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის, ახალი ეკონომიკურ სკოლა-საქართველოსა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ახალი პროექტი - საერთაშორისო ინტერ-დისციპლინარული საზაფხულო სკოლა ბაკურიანში.
|
|
|
|
|