თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა
თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის კურსდამთავრებულებს ექნებათ საფუძვლიანი თეორიული ცოდნა კომპიუტერული მეცნიერებების და მათემატიკის თანამედროვე და ფუნდამენტურ მიმართულებებში.
სწავლის დროს სტუდენტები შეიძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას, რათა შეძლონ დასაქმება სწავლის დასრულების შემდეგ.
სკოლა სთავაზობს საბაკალავრო პროგრამას კომპიუტერულ მეცნიერებებსა და მათემატიკაში. სტუდენტებს ექნებათ დამატებითი სპეციალობების შესწავლის შესაძლებლობა.
2010-2011 სასწავლო წლისთვის თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის ამოცანაა, მიიღოს მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული 30 საუკეთესო აბიტურიენტი.
სკოლა აბიტურიენტებს სთავაზობს ოთხდღიან გაცნობით პროგრამას, რომელიც მათ დაეხმარება პროფესიის შერჩევის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
|