თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა
უნივერსიტეტის
სადოქტორო პროგრამას გამოარჩევს არასტანდარტული ფორმატი, რაც საშუალებას
აძლევს მეცნიერს (დოქტორანტს) და უნივერისტეტს შეარჩიოს თანამშრომლობის
ოპტიმალური ფორმა.
თითოეული დოქტორანტის პროგრამა
ინდივიდუალურია. დოქტორანტი, პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად ადგენს
სასურველ პროგრამას, რომელიც შედგება როგორც სასწავლო, ისე
სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტებისაგან. ინდივიდუალურია სადოქტორო
პროგრამის ხანგრძლივობაც და სწავლების მეთოდებიც.
დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭო განიხილავს დოქტორანტურაში სწავლის
მსურველის განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტურაში მისი
ჩარიცხვის შესახებ, ამტკიცებს დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს,
სადისერტაციო თემას, სასწავლო და სამეცნიერო – კვლევით კომპონენტებს
შორის კრედიტების განაწილებისა და დისერტაციის დაცვის წესს.
დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამა მოიცავს მინიმუმ 180 კრედიტს.
სადისერტაციო საბჭო ინდივიდუალურ შემთხვევაში განსაზღვრავს კრედიტების განაწილების წესს.
დოქტორანტს კრედიტები მიენიჭება:
- დოქტორანტურაში ჩარიცხვამდე მოპოვებული კრედიტების ან/და დოქტორანტურაში
სწავლის დაწყებამდე გაწეული კვლევითი საქმიანობის აღიარების საფუძველზე;
- სასწავლო–სამეცნიერო ან პრაქტიკული საქმიანობის გზით ცოდნის გაღრმავების
საფუძველზე,რომელიც შეიძლება გულისხმობდეს სამეცნიერო გამოგონებას ან
სამეცნიერო სტატიის მომზადებას, პროექტის ან/და კვლევის მომზადებას ან/და
მასში მონაწილეობას;
- სადისერტაციო ნაშრომის შემუშავებისათვის (დისერტაცია).
დოქტორანტურის მიმართულებები
– ჰუმანიტარული მეცნიერებები
– სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები