GEOENG
მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა
ბიზნესის სკოლა (ESM)
სამართლის სკოლა
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი
საბაკალავრო
სამაგისტრო
სადოქტორო
პროფესიული განვითარების

ხშირად დასმული შეკითხვები


ზოგადი შეკითხვები სწავლის საფასურთან დაკავშირებით:

 

1. როგორ დავიფინანსო სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში?

თავისუფალი უნივერსიტეტი გთავაზობს სწავლის დაფინანსების რამდენიმე შესაძლებლობას. შეგიძლია:

  • მოიპოვო სასწავლო გრანტი
  • ისარგებლო ცოდნის გარდამავალი დაფინანსებით
  • გამოიყენო სტუდენტური სესხი
  • გადაიხადო სტანდარტულად - დაფარო საფასური სემესტრულად


2. რა ღირს სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში?
თავისუფალ უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის ერთი წლის საფასური, 2010-2011 სასწავლო წლისთვის არის 6,950 ლარი.  


3. მეთვლება თუ არა სახელმწიფო გრანტი სწავლის გადასახადში??

კი გეთვლება. იმ შემთხვევაში, თუ გაქვს მოპოვებული სახელმწიფო გრანტი, გრანტის თანხა გამოაკლდება სწავლის საფასურს.


4. მომიწევს თუ არა რაიმე დამატებითი თანხის გადახდა გამოცდის გადაბარებისთვის?

არა, გამოცდის გადაბარებისთვის არ მოგიწევს რაიმე დამატებითი თანხის გადახდა.


5. შემიძლია თუ არა, რომ სწავლის დაწყებისთანავე, ერთიანად, გადავიხადო  ოთხივე წლის სწავლის საფასური?  რა თანხას გადავიხდი ამ შემთხვევაში?

შეგიძლია. ამ შემთხვევაში გადასახდელი გექნება 6,950 ლარი გამრავლებული 4 წელზე და გამოკლებული  შენს მიერ მოპოვებულ სახელმწიფო გრანტი. ანუ თუ მოპოვებული გაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი, შენს მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 18,800 ლარს.

6. გაიზრდება თუ არა სწავლის საფასური?

სწავლის საფასურის ზრდა არ არის დაგეგმილი. ბიზნესის სკოლის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, თუ გადავხედავთ ბოლო სამი წლის მონაცემებს, 2008–2009 სასწავლო წელს სწავლის საფასური გაიზარდა 11%–ით, 2009–2010 სასწავლო წელს  – 4%–ით, ხოლო 2010–2011 წელს შემცირდა 3%–ით. შესაბამისად, ბოლო სამი წლის განამავლობაში საფასური საშუალოდ გაიზარდა მხოლოდ 4 %–ით. 2010 სასწავლო წლიდან თავისუფალი უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას, რომ სწავლის საფასური ყოველწლიურად მხოლოდ 12%–ით შეიძლება გაიზარდოს.


გარდამავალი დაფინანსება - „ისწავლე დღეს, ასწავლე ხვალ“



7. რას გულისხმობს გარდამავალი დაფინანსება - „ისწავლე დღეს, ასწავლე ხვალ“?

დაფინანსება გულისხმობს, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეეძლება ისარგებლოს ცოდნის გარდამავალი დაფინანსებით – უმაღლესი განათლება მიიღოს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე და დამთავრებიდან ოთხი წლის მანძილზე დააფინანსოს ახლადმიღებული სტუდენტის სწავლა.

9. რა არის საჭირო იმისთვის, რომ მივიღო ცოდნის გარდამავალი დაფინანსება?

იმისთვის, რომ ცოდნის გარდამავალი დაფინანსება მიიღო, საჭიროა, გახდე თავისუფალი უნივერსიტეტის (მასში შემავალი ნებისმიერი სკოლის) სტუდენტი. ჩვენ არ გვაქვს სხვა არანაირი დამატებითი მოთხოვნა.

10. მას შემდეგ, რაც ვისარგებლებ ცოდნის გარდამავალი დაფინანსებით, რა ვალდებულება მექნება უნივერსიტეტთან?

ვალდებული იქნები, სწავლის დასრულების შემდეგ, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, დააფინანსო ახლადმიღებული სტუდენტის სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში.


11. თუ მობილობის პროგრამით გადმოვალ თავისუფალ უნივერსიტეტში, შემეძლება ვისარგებლო ცოდნის გარდამავალი დაფინანსებით?

თუ მობილობით გადმოხვალ თავისუფალ უნივერსიტეტში, მხოლოდ პირველ კურსზე ჩარიცხვის შემთხვევაში ისარგებლებ გარდამავალი დაფინანსებით.


12. როგორ დავაფინანსებ ახლადმიღებული სტუდენტის სწავლას და რა თანხა მექნება გადასახდელი?

ახლადმიღებული სტუდენტის სწავლას დააფინანსებ სწავლის დამთავრებიდან მომდევნო ოთხი წლის მანძილზე. დააფინანსებ იმის შესაბამისად, რაც იმ დროს იქნება სწავლის საფასური თავისუფალ უნივერსიტეტში. გადასახდელ თანხას გამოაკლდება შენს მიერ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი.   


13. თუ ვისარგებლე ცოდნის გარდამავალი დაფინანსებით და ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე ჩავაბარე მაგისტრატურაში, გადამივადებთ თუ არა ახლადმიღებული სტუდენტის დაფინანსების ვადას?

თუ ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე გააგრძელებ სწავლას საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტის მაგისტრატურაში (ბიზნესის გარდა ნებისმიერი მიმართულებით), ახლადმიღებული სტუდენტის სწავლის დაფინანსებას გადაგივადებთ მაქსიმუმ ორი წლით.   


14. თუ ვისარგებლე ცოდნის გარდამავალი დაფინანსებით და სწავლის პერიოდში ავიღე აკადემიური, როგორ უნდა მოვიქცე ამ შემთხვევაში?

თუ აიღებ აკადემიურს, ახლადმიღებული სტუდენტის სწავლის დაფინანსებას დაიწყებ, მაშინ, როცა დაამთავრებ უნივერსიტეტს.


15. როგორ დავაფინანსებ ახლადმიღებულ სტუდენტს, თუ ვერ დავსაქმდები სწავლის დასრულების შემდეგ?  

ჩვენ გაძლევთ  საუკეთესო განათლებას, რომ გახდე წარმატებული. ჩვენი კურსდამთავრებულების უმრავლესობა არის წარმატებული. უკვე მრავალი წელია ჩვენთან მეოთხე კურსზე ყველა დასაქმებულია.


16. რა მოხდება, თუ ვისარგებლებ ცოდნის გარდამავალი დაფინანსებით და უარს ვიტყვი ახლადმიღებული სტუდენტის დაფინანსებაზე?  

ხელშეკრულების თანახმად, შენ გეკისრება ვალდებულება სწავლის დამთავრების შემდეგ დააფინანსო ახლადმიღებული სტუდენტის სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში. იმ შემთხვევაში, თუ არ დააფინანსებ ახლადმიღებულ სტუდენტს, თავისუფალი უნივერსიტეტი გამოიყენებს ყველა კანონიერ გზას  (საჯარიმო სანქციები, დავა სასამართლოში, კერძო აღმსრულებელი და ა.შ.) რომ ნაკისრი ვალდებულებები სრულად შესრულდეს.


17. შემიძლია თუ არა, რომ ვისარგებლო ცოდნის გარდამავალი დაფინანსებით და უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ერთიანად დავფარო სწავლის საფასური?  ამ შემთხვევაში რა თანხა მექნება გადასახდელი?

შეგიძლია. ამ შემთხვევაში, უნივერსიტეტის დამთავრების წელს რაც იქნება სწავლის საფასური გაამრავლებ ოთხზე, ნამრავლს გამოაკლებ შენს მიერ მოპოვებულ სახელმწიფო გრანტს. დარჩენილ თანხას საჩუქრად, კიდევ  გამოაკლდება ამ თანხის 15%.


სხვა შეკითხვები:

18. როგორ და რა პირობებით შემიძლია თავისუფალ უნივერსიტეტში ლეპტოპის შეძენა?

ჩაბარებისთანავე შეგიძლია გამოიტანო ლეპტოპი განვადებით და სწავლის დამთავრებამდე, ოთხი წლის მანძილზე, დაფარო მისი საფასური. 2009/2010 სასწავლო წელს ყოველთვიური გადასახადი საშუალოდ 27 ლარი იყო.


19. თუ თავისუფალი უნივერსიტეტის სასწავლო გრანტის მიღების ორივე პირობას ვაკმაყოფილებ (გავიმარჯვე ოლიმპიადაში და სიით პირველი ვარ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით) რამდენ წლიან სასწავლო გრანტს მივიღებ?

თუ თავისუფალი უნივერსიტეტის სასწავლო გრანტის მიღების ორივე პირობას დააკმაყოფილებ, მიიღებ 4 წლიან სასწავლო გრანტს.


20. რამდენ წლიან სასწავლო გრანტს მივიღებ, თუ ერთდროულად  თავისუფალი უნივერსიტეტის ორ ოლიმპიადაში გავალ პირველ ადგილზე?

თუ ერთდროულად თავისუფალი უნივერსიტეტის ორ ოლიმპიადაში გახვალ პირველ ადგილზე, 2 წლიანი სასწავლო გრანტის ნაცვლად, მიიღებ 4 წლიან სასწავლო გრანტს.

 

 
 
Copyright © 2010. FreeUniversity All rights reserved. Build on: Pro-Service CMS