GEOENG
მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა
ბიზნესის სკოლა (ESM)
სამართლის სკოლა
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი
საბაკალავრო
სამაგისტრო
სადოქტორო
პროფესიული განვითარების
03.02.2010: პრესკონფერენცია ახალ პროექტზე – ისწავლე დღეს, ასწავლე ხვალ

3 თებერვალს, 12:00 საათზე თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა პრესკონფერენცია პირველკურსელთა დაფინანსების ახალ სქემასთან დაკავშირებით.  თავისუფალი უნივერსიტეტის ახალი პროექტი –  ისწავლე დღეს, ასწავლე ხვალ – ყველა სტუდენტს სთავაზობს გარდამავალ დაფინანსებას – 2010 წლიდან ყველა სტუდენტს შეეძლება თავისუფალ უნივერსიტეტში უმაღლესი განათლება მიიღოს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე და დამთავრებიდან 4 წლის მანძილზე დააფინანსოს ახლადმიღებული სტუდენტის სწავლა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ თავისუფალი უნივერსიტეტისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები.

ახალ პროექტი აუდიტორიას გააცნო თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარემ კახა ბენდუქიძემ, რომელმაც განაცხადა: "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ  ნიჭიერმა ახალგაზრდებმა, მიუხედავად მათი ფინანსური მდგომარეობისა, მიუხედევად იმისა, თუ სად ცხოვრობენ – სოფელში თუ ქალაქში,  შეძლონ უმაღლესი განათლების მიღება თავისუფალ უნივერსიტეტში.  სწორედ ამიტომ დავიწყეთ ეს  პროექტი – ისწავლე დღეს – ასწავლე ხვალ, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს სთავაზობს გარდამავალ დაფინანსებას. ყველას შეეძლება უმაღლესი განათლება მიიღოს  სწავლის საფასურის გადახდის გარეშე, გახდეს წარმატებული და  დამთავრებიდან მომდევნო ოთხი წლის მანძილზე დააფინანსოს ახლადმიღებული სტუდენტის სწავლა."

განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, რომ თავისუფალი უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია და როგორც ყველა ასეთ უნივერსიტეტში, სწავლების საფასური აქაც მაღალია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი პროექტი, რადგან ნიჭიერი ბავშვები არ დაიჩაგრებიან და მათ სწავლის შესაძლებლობა შეუფერხებლად ექნებათ.

თავისუფალი უნივერსიტეტის პრორექტორის, მარინა ქარჩავას განცხადებით, თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ნამდვილად შეძლებენ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, სხვა სტუდენტის დაფინანსებას. უკვე მრავალი წელია ჩვენთან მეოთხე კურსზე ყველა დასაქმებულია.  მეოთხეკურსელების საშუალო ხელფასი ნახევარ განაკვეთზე არის 450 ლარი.

უკან უკან
ბეჭდვა
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
07.09.2010
გაეროს მუდმივი კოორდინატორის საჯარო ლექცია
დემოკრატიის დღესთან დაკავშირებით, 15 სექტემბერს, 17:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება გაეროს მუდმივი კოორდინატორისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის საქართველოში, ჯეიმ მაკგოლდრიკის საჯარო ლექცია. ვრცლად
13.07.2010
ს.ს. "ქართული ფოლადის" სახელობის სტიპენდიის კონკურსის 10 გამარჯვებულიდან 3 თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია
ს.ს. " ქართული ფოლადის" სახელობის სტიპენდიის კონკურსის 10 გამარჯვებული სტუდენტიდან 3 თავისუფალი უნივერსიტეტის მესამეკურსელია. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მესამე კურსის სტუდენტები. წელს კონკურსში მონაწილეობა 500–მა სტუდენტმა მიიღო, სტიპენდია მხოლოდ 10 საუკეთესომ მოიპოვა. ვრცლად
13.07.2010
News Senshu თავისუფალი უნივერსიტეტის შესახებ
გაზაფხულზე იაპონიის სენშუს უნივერსიტეტის პროფესორი ჩიჰირო ონო 12 სტუდენტთან ერთად თავისუფალ უნივერსიტეტს სტუმრობდა. უნივერსიტეტის გაზეთში News Senshu თავისუფალ უნივერსიტეტზე სტატია დაიწერა. ვრცლად
23.06.2010
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია
24 ივნისს, 15:00 საათზე თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვევა და საჯარო ლექციას წაიკითხავს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე. ლექციის თემა: საუბრები ანთროპოლოგიაზევრცლად

 
 
Copyright © 2010. FreeUniversity All rights reserved. Build on: Pro-Service CMS