
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ინიციატივით, 2010 წლის 24 თებერვალს დაფუძნდება მომავალი იურისტების კლუბი.
მომავალი იურისტების კლუბის დაფუძნების მიზანია,
1. ხელი შეუწყოს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისა და თბილისის წამყვანი კერძო და საჯარო უნივერსიტეტების სამართლის სტუდენტების თანამშრომლობას;
2. სტუდენტებს ხელი შეუწყოს:
(ა) გამოცდილ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან პროფესიული დისკუსიების ორგანიზებაში;
(ბ) იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზებაში;
(გ) სამართლებრივ საკითხებზე საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონფერენციების ორგანიზებაში;
(დ) საზღვარგარეთის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორების დისტანციური ლექციების ორგანიზებაში;
(ე) სამართლებრივი რეფორმების საკითხებთან დაკავშირებული აქტუალური თემების განხილვაში და სამართლებრივი პრობლემების შესახებ თემატური საღამოების ორგანიზებაში.
კლუბის წევრები არიან: თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ქართულ – ამერიკული უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტები.
იხილეთ სიუჟეტი